ბურუნთაბიე და სხვა დანგრეული ფორტები ბათუმის ისტორიიდან

„ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ტელეგრაფი, ბანკი, ფოსტა, სადგური, პორტი, კახაბრის ციხესიმაგრე, კაიადიბა (каядыба) სტეფანოვკა, შავი ზღვის ბატარეა, ბურუნთაბიე, ბარცხანა, დიდი და პატარა სამება – ყველა ესენი უკვე ჩვენს ხელთ იყო. ქიაზილ ბეის მიეცა წინადადება, ორ საათში გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული სახელმწიფო დაწესებულება და გადმოეცა ყველა პოსტი ბათუმის რევოლუციურ სამხედრო საბჭოსთვის. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტელეფონით უშუალოდ რევკომის თავმჯდომარის […]